თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება, იუწყება „სპუტნიკის“ კორესპონდენტი სოფო კაკაჩია.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ავტოსადგომი, აშენდება სკვერი და დაიგება ახალი გზა.
ხიდზე მიმდინარე ზედაპირულ სამუშაოებს ასრულებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია “ბერტა-გრუპი“, რომელშიც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
"აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ პირველად მივაღწიეთ ხიდის რეაბილიტაციის შეთანხმებას. ადგილზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყობა კომფორტული მოსაცდელი გამართული ინფრასტრუქტურით". — განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ.
პროექტი მოსახლეობას ადგილობრივმა მთავრობამ რუხის განვითარების კონცეფციის პრეზენტაციაზე წარუდგინა.