ბაადურ ჯობავა საუკეთესოა პირველ დაფაზე მოჭადრაკეთა შორის

გამოწერა
ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადმოულოცა, სადაც ორი წლის შემდეგ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. 32 წლის ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ ბაქოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ათ პარტიაში 8 ქულა აიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟთა ტურნირში, ფაქტობრივად, ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას, ბაადურ ჯობავას გამარჯვება ნამდვილად დიდ მიღწევად მიიჩნევა.

ამ შედეგის წყალობით, ჯობავა საჭადრაკო ლაივ-რეიტინგში ერთბაშად 39 ადგილით დაწინაურდა და ახლა კლასიფიკაციაში 44-ე პოზიცია უკავია.

© bakuchessolympiad.comქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრები.
ქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრები. - Sputnik საქართველო
ქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრები.

რაც შეეხებათ ქართველ მოჭადრაკე ქალებს, სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 15 ქულის აღება შეძლეს და მე-10 ადგილზე გავიდნენ. ბოლო ტურში ქართველებმა ავსტრიელებს ანგარიშით 3:1 სძლიეს, მაგრამ ამით პოზიცია ვეღარ გაიუმჯობესეს. ეს ყველაზე ცუდი ოლიმპიური შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს საჭადრაკო ისტორიაში.

ჩემპიონის ტიტული წელს ჩინელებმა მოიპოვეს, რითაც რუსი მოჭადრაკეების ჰეგემონიას ზღვარი დაუდეს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ იკავებდნენ პირველ ადგილს, ხოლო ჩინელ მოჭადრაკეებს მეორე ადგილზე ტოვებდნენ.

წელს რუსეთის ქალთა საჭადრაკო ნაკრები პრიზიორთა შორისაც კი ვერ მოხვდა. მათ პოლონეთისა და უკრაინის ნაკრებებმა გაუსწრეს.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა საჭადრაკო ნაკრებს, მისი წევრები თურქებთან დასკვნით ტურში დამარცხდნენ და 24-ე ადგილზე გავიდნენ.

ვაჟთა შორის გამარჯვებული აშშ-ის ნაკრები გახდა, რომელმაც ეს ტიტული ბოლოს 1976 წელს მოიპოვა.

მეორე ადგილზე უკრაინის ნაკრები გავიდა, მესამეზე — რუსეთისა.

© bakuchessolympiad.comბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადასცა.
ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადასცა. - Sputnik საქართველო
ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადასცა.

საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის  ცერემონიაზე ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადმოულოცა, სადაც ორი წლის შემდეგ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0