ამერიკული კინოს ვარსკვლავები საქართველოში მასტერ-კლასს ჩაატარებენ

© FB/ Кристофер Коппола ქრისტოფერ კოპოლა
ქრისტოფერ კოპოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ ფარგლებში კონკურსი და გამოფენები გაიმართება.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამერიკული კინოს ვარსკვლავებს — რეჟისორსა და პროდიუსერს, ცნობილი მსახიობის ნიკოლას კეიჯის ძმას ქრისტოფერ კოპოლასა და სპეცეფექტების ოსტატს ბრუს ნიკოლსონს ელოდებიან.

კინემატოგრაფის გამოჩენილი მოღვაწეები აშშ-იდან ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მონაწილეობას მიიღებენ კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალში „ოქროს თვალი“, რომელიც ბათუმში 1-2 ოქტომბერს გაიმართება.

შემოდგომის თბილისი - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ოცდამეოთხედ გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ფორუმის მონაწილეებისთვის ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. ქრისტოფერ კოპოლა თანამედროვე კინემატოგრაფის სინტაქსზე ისაუბრებს, ხოლო ბრუს ნიკოლსონი — კინოს სამყაროში ვიზუალური ეფექტების ისტორიაზე, იუწყებიან ორგანიზატორები.

ორივე ამერიკელი ასევე კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები გახდება. „ოქროს თვალის“ მთავარ კონკურსში, გრან-პრის გარდა, გათვალისწინებულია ნომინაციები საუკეთესო კინოსაოპერატორო, ტელესაოპერატორო და სტუდენტური ნამუშევრისთვის, ასევე საუკეთესო რისკიანი კადრისთვის.

გარდა ამისა, ძირითად კონკურსთან ერთად ფესტივალზე დაგეგმილია მსოფლიო მწარმოებლების სამაუწყებლო ტექნიკისა და სატელევიზიო პროდუქციის ორი საერთაშორისო გამოფენა.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
Batumi Music Fest სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მუსიკოსებს მოუყრის თავს

ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის IFIT მხარდაჭერით.

ქრისტოფერ კოპოლა საკულტო რეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას ძმიშვილია. ქრისტოფერმა გადაღება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და მთავარი გმირის როლს თავის ძმას ნიკოლასს აძლევდა. ის არის რეჟისორი ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა „დრაკულას ქვრივი“, „სასიკვდილო ვარდნა“, „თავისუფალი მსროლელი“ და „ედი მაკდაუდის 100 გმირობა“.

ბრუს ნიკოლსონი „ოსკარზე“ ორჯერ იყო წარდგენილი: პირველად 1981 წელს ვიზუალური ეფექტებისთვის ფილმში „ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძებნაში“ (დაჯილდოვდა) და მეორედ — 1982 წელს ფილმისთვის „პოლტერგეისტი“, მაგრამ ჯილდო არ მიუღია. 1977 წლიდან მოყოლებული მას 50-ზე მეტი ფილმზე აქვს ნამუშევარი. ნიკოლსონი სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტის ლექტორია.

ყველა ახალი ამბავი
0