დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. იხილეთ ფოტოკადრები.
დავით აღმაშენებლის გამზირზე ახორციელებს მასშტაბურ პროექტს — „ახალი ტფილისი“, რომელიც გამზირის ახალ რეკრეაციულ ზონად გადაქცევას ითვალისწინებს. გამზირის ნაწილი ქვეითად მავალთა ზონა იქნება, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის.
სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებში საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. კერძოდ, კედლებზე აღმოაჩინეს XIX საუკუნის ბოლო პერიოდის უნიკალური ფერწერული ნიმუშები, რომელთა ავტორებიც ევროპელი მხატვრები იყვნენ.

1/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რესტავრატორები და მხატვრები შენობების გარე ფასადების აღდგენისას დიდ დროს უთმობენ თითოეულ დეტალს.

2/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
სახლები, რომელთა რესტავრაციაც უკვე დასრულდა, ასე გამოიყურება.

3/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რესტავრატორები დიდ ყურადღებას აქცევდნენ შენობების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას.

4/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია მასშტაბური პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ხორციელდება.

5/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტს თბილისის მერია ახორციელებს.

6/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რეკონსტრუქციის შემდეგ აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილი გახდება.

7/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
აღმაშენებლის გამზირის ნაწილი ფოსტის შენობიდან ზარბრუკენის მედნამდე საფეხმავლო იქნება.

8/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
აღმაშენებლის გამზირზე ახალი ტურისტული მარშრუტები, დასასვენებელი და გასართობი ადგილები გაჩნდება.

9/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ასე გამოიყურება ერთ-ერთი რესტავრირებული სახლი ფასადი.

10/10
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რესტავრატორებმა დიდი მუშაობა გასწიეს შენობებისთვის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისთვის.