ქალაქ უტრეხტში ავტოსამრეცხაოს მფლობელებმა თავიანთ კლიენტებს ახალი მომსახურება შესთავაზეს — ძაღლების დაბანა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით ნახეთ თუ როგორ აბანავებენ ძაღლებს.
ძაღლების აბაზანა საშხაპით, ფენითა და სავარცხლით ჰოლანდიის ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში წარმოადგინეს. სანამ ავტომობილი უკონტაქტო რეცხვაზე „დგას“, მის მფლობელს შეუძლია ცხოველები აბანაოს. სენსორული ეკრანის დახმარებით ხდება წყლის ტემპერატურის, შამპუნისა და კონდიციონერის შერჩევა. მთლიანი პროცედურის ღირებულება 8,42 აშშ დოლარია.