ექსპერტი: Google-თან დაკავშირებულმა ისტორიამ შეიძლება კლინტონის რეიტინგი დაწიოს

© photo : Robert Epsteinჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის აზრით, ჰილარი კლინტონი სარგებლობს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურისა და „გუგლის“ კავშირით.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია, საძიებო სისტემა „გუგლის“ მიერ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონთან დაკავშირებით გაცემული ინფორმაციის რაგვარობას ადმინისტრაციული რესურსებით მანიპულირებად აფასებს.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის ზაფხულში ინტერნეტით გავრცელდა  ვიდეორგოლი, რომელშიც ვინმე მეტ ლიბერმანი აჩვენებს, რომ გუგლის საძიებელი ძალიან უცნაურ და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატისთვის ძალიან კომპლიმენტარულ მინიშნებებს იძლეოდა. მაგალითად, როდესაც დონალდ ტრამპმა მისთვის ბრალდების წარდგენა (indictment) მოითხოვა, თუ ვინმე ამ თემის სრულად წაკითხვით დაინტერესდებოდა და Google-ს საძიებელში კლინტონის გვარის ჩაწერას დაიწყებდა, საძიებლის ავტომოკარნახე  ყველაფერს შესთავაზებდა მომხმარებელს, რაც ind-ით იწყებოდა — მაგალითად „Hillary India“ — ოღონდ არა  indictment-ს.

„ის, რომ Google-ს საძიებელი სისტემა, ასე ვთქვათ, ლობირებს ჰილარი კლინტონს, ფაქტობრივად ადმინისტრაციული რესურსებით მანიპულაციაა. Google-ს, ასე თუ ისე, აქვს კავშირის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან და ბუნებრივია, ეს გამოიყენება საიმისოდ, რომ კლინტონმა ტრამპი დაამარცხოს“, — განაცხადა მაისაიამ  Sputnik-თან საუბრისას. 

ექსპერტის აზრით, კლინტონი რისკავს, აღმოჩნდეს პოლიტიკური სკანდალის ცენტრში.

„ასეთი ტექნოლოგიები მიღებულია აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიისას. ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა. მე ვიტყოდი, ეს არის პიარ-სვლა, ხერხი. ამით კანონი არ ირღვევა, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური შედეგი სკანდალის სახით“, — აღნიშნა პოლიტიკურმა ექსპერტმა. 

Large Google Manipulation: How the search engine brings Clinton millions of votes - Sputnik საქართველო
Google, ჰილარი და თაღლითობა: ეს სკანდალზე უარესია

მისი აზრით, Google-თან დაკავშირებული სკანდალი შესაძლოა უარყოფითად აისახოს კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაზე.

„შესაძლოა [რეიტინგი] ჰილარის შეიცვალოს არა ჰილარის სასარგებლოდ. მას ისედაც არ აქვს მაინცდამაინც მომხიბლავი რეიტინგი ტრამპთან შედარებით… და ბუნებრივია, ამ ფონზე ასეთი სკანდალი ხელს არ მისცემს არც თავად კლინტონს და არც მის მომხრეებს“, — დაასკვნა მაისაიამ.

შეგახსენებთ: ბოლო მონაცემებით, რომელიც გაზეთმა The Washington Post-მა და ტელეარხმა ABC-მ გამოაქვეყნეს, ჰილარი კლინტონისთვის ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 46%-ია მზად, ხოლო დონალდ ტრამპის არჩევას 41% აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0