თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ლვოვის ოლქში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარია ლიკვიდირებულია — პოლონეთიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, განაცხადა უკრაინის კომპანია „უკრტრანსგაზის“ პრეს-მდივანმა მაქსი მელიავსკიმ.
პარასკევს „უკრტრანსგაზმა“ მაგისტრალურ გაზსადენზე დეჰერმეტიზაციის შესახებ განაცხადა, რის გამოც პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა სამი დღის განმავლობაში იგეგმება.
„დღეს, 07:00 საათზე პოლონეთიდან გაზის იმპორტი აღდგენილია, რეჟიმი — 4,25 მილიონი კუბომეტრი, კორიდორის დატვირთვა — 99%“, — დაწერა „ფეისბუქზე“ ბელიავსკიმ.
„უკრტრანსგაზის“ წარმომადგენლის განცხადებით, მაგისტრალურ გაზსადენზე დეჰერმეტიზაციის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.