თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოტყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძე „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთავაზობდა.
„ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ: დავით ბაქრაძე წინა ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, 2013 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, ახლა კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია.