თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართული სადიზაინერო კომპანია XYZ Integrated Architecture-ს სკამმა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, კორეული ჟურნალის, Maru-ს ფურცლები დაამშვენა.
ამერიკელი გამომცემლების ყურადღება Zero Chair-ის მინიმალისტურმა საავტორო სკამმა ორიგინალური დიზაინით მიიქცია. ეს ღია ყვითლად შეღებილი, ფოლადის ერთი ფურცლისგან დამზადებული სკამია.
Zero Chair გრავიტაციის ერთგვარი გამოწვევაა. ფოლადის სკამს ცალი მხრიდან ამოჭრილი, ოდნავ ზემოთ აწეული საზურგე აქვს, რომელიც კედელს ან ბეტონის ნებისმიერ საყრდენზე ეცმევა, ხოლო მის ჰორიზონტალურ ნაწილზე ადამიანი ჯდება.
წონასწორობა, ერთი მხრივ, ადამინის სიმძიმის, მეორე მხრივ კი კედლის წყალობით ნარჩუნდება.
სკამის დიზაინერი ლევან ლომინაშვილი გახლავთ.
ქართული სადიზაინერო კომპანია XYZ Integrated Architecture-ს სკამი 2016 წელს პარიზის გრავიტაციის გამოფენაზეც იყო წარდგენილი Gallery Joseph-ში.
XYZ Integrated Architecture-ს დიზაინერები აქტიურად მონაწილეობენ უცხოეთში გამართულ ინტერიერებისა და დიზაინის გამოფენა-კონკურსებში.