პარალიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველომ პირველი ოქრო მოიპოვა

© photo: courtesy of "We Love Judo"ზვიად გოგოჭური
ზვიად გოგოჭური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა უსინათლო ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

პარალიმპიადის ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.

ფინალურ შერკინებაში გოგოჭურმა იპონით უკრაინელ ალექსანდრე ნაზარენკოს სძლია.

პარალიმპიურ თამაშებში 10 სექტემბერს კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა გამოსცადა თავისი შესაძლებლობები. ვანო წიკლაურმა მშვილდის ტყორცნაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინალის 1/8-ში კვალიფიცირება ვერ შეძლო.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. ჩემპიონატის უპირობო ლიდერად ჩინეთის გუნდი ითვლება, რომლის ანგარიშზეც 23 ოქროს, 24 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0