თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნადიბაიძემ მესამე ადგილი დაიკავა რუსეთში პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე „ახალი ტალღა 2016“.
კონკურსზე ერთდროულად ორი გამარჯვებული გამოვლინდა — Dino ხპრვატიიდან და ვალტერ რიჩი იტალიიდან. ორივე მომღერალმა 425 ქულა მოაგროვა.
უკრაინელმა მომღერალმა გალინა ბეზრუკმა 424 წულით მეორე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ლიდერობდა.
მესამე საკონკურსო „პრემიერების დღე“ იყო. გიორგი ნადიბაიძემ შეასრულა კომპოზიცია "Now I Feel The Love", რომელშიც 140 ქულა აიღო, მათგან 10 უმაღლესი. სულ სამი საკონკურსო დღის განმავლობაში გიორგის ქულათა რაოდენობა 420 გახდა.
მეორე ქართველმა შემსრულებელმა ალისა დანელიამ შეასრულა სიმღერა „როგორც 10 წლის წინ“. ჟიურიმ კონკურსანტის გამოსვლა 34 ქულით შეაფასა. ალისას ქულათა ჯამური რაოდენობა 399 და მე-11 ადგილია.
„ახალი ტალღა“ პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა. 2015 წლიდან კონკურსი სოჭში იმართება. კონკურსის იდეა კომპოზიტორებს იგორ კრუტოისა და რაიმონდ პაულსს ეკუთვის.
მიმდინარე წელს სოჭში გამართულ კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 16 შემსრულებელი იღებდა.