ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

© Sputnik/Виктор Толочкоარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის პარლამენტის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 34%-მა უკვე დააფიქსირა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსის  ეროვნული საკრებულოს არჩევნებზე ამომრჩეველთა 34%-მა მისცა ხმა, განაცხადა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლაი ლოზოვიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კვირას, ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატის —ეროვნული საკრებულო — არჩევნები ტარდება. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით 110 ოლქში ტარდება, სადაც 11 დეპუტატს აირჩევენ. ვადამდე ადრე საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 31%-მა დააფიქსირა.

„დღეს 10 საათის მდგომარეობით, რესპუბლიკაში ამომრჩეველთა 34,4%-მა ხმა უკვე მისცა მისთვის სასურველ კანდიდატს“, — განაცხადა ლოზოვიკმა.

როგორც მან აღნიშნა, ბელარუსის ზოგიერთ რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, შუადღისთვის, სავარაუდოდ, მოსახლეობის აქტივობა 50%-ს მიაღწევს და შესაბამისსად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ჩატარდა.


ყველა ახალი ამბავი
0