2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ნიუ-იორკში. არქივის კადრები

გამოწერა

15 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს თვითმკვლელმა-ტერორისტებმა აშშ-ში 4 სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს. იხილეთ საარქივო კადრები, თუ როგორ შეეჯახა ორი მათგანი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს.

2001 წლის 11 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრეში 4 სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს. ორი მათგანი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე თვითმფრინავი — პენტაგონის შენობას, რომელიც ვაშინგტონთან ახლოს მდებარეობს. მეოთხე ლაინერმა, რომლის შეპყრობისასაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიის შტატში კატასტროფა განიცადა. 

ტერაქტების შედეგად, 19 ტერორისტის გარდა, დაიღუპა 2977 ადამიანი და 24 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ საშინელ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ ორგანიაციას "ალ-ქაიდა" დააკისრა. ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა პირველმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოუცხადა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0