თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 60-ზე მეტი სასადილო ფუნქციონირებს უპოვართათვის, ამასთან მხოლოდ ნაძალადევის რაიონში ასეთ სასადილოებში ყოველდღიურად 7 ათასი ადამიანი იკვებება.
ნაძალადევში სულ 10 უფასო სასადილოა. ცხელი სადილის მიღება სოციალურად დაუცველ ადამიანებს 11:00 დან 15:00-მდე შეუძლიათ.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა ნაძალადევის რაიონული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიონის სასადილოებში მოსულ ბენეფიციარებს ხარისხიანი საკვები და მომსახურება დახვდეთ”. — განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ.
უფასო სასადილოებში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები იკვებებიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ზრუნვის გარეშე დარჩნენ, ნათქვამია შეტყობინებაში, რომელსაც ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცლებს.