სამინისტრომ პალიასტომის ტბაზე თევზების დაღუპვის მიზეზი დაასახელა

გამოწერა
თევზი პალიასტომის ტბაზე მანამდეც იღუპებოდა. ჩვეულებრივ ეს ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ხდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული, ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო იტყობინება. 

ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. კერძოდ, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აღებულ იქნა წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით.

ბათუმის დელფინარიუმი - Sputnik საქართველო
დელფინებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მოსწონთ

სამინისტროს ინფორმაციით თევზების ასფიქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) ზოგადად დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის, ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე.

 „საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვს, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0