საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა ვარჯიში განაახლა

© ФФГჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაბა კანკავას რამდენიმე კვირაა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და „რეიმსის“ ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ვარჯიში დაიწყო, იტყობინება თავის საიტზე ფრანგული კლუბი. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე კვირის მანილზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშა. 

ალექსანდრე ამისულაშვილი - Sputnik საქართველო
ამისულაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში თავისი კარიერა დაასრულა

გასული სეზონის შედეგებით, „რეიმსი“ საფრანგეთი ჩემპიონატის 1 ლიგიდან გავარდა. ამასთან დაკავშირებით განიხილებოდა კანკავას სხვა გუნდში გადასვლის საკითხი. კერძოდ ნახევარმცველით დაინტერესდა ადგილობრივი „ნიცა“ და ესპანური „მალაგა“. თუმცა არც ერთი ტრანსფერი არ შედგა და ქართველი „რეიმსში“ დარჩა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კანკავას დებიუტი 2004 წლის სექტემბერში შედგა. ამ დროის მანძილზე, მან 55 მატჩი გამართა ეროვნულ გუნდში, გაიტანა 5 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 


ყველა ახალი ამბავი
0