დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ს მსოფლიო ლიდერობას დაუბრუნებს

© http://www.interfax.ru/world/420005დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი
დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დაიმუქრა, რომ როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გახდება, თუ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი განმეორდება, ირანელებს წყლიდან „ამოათრევს“.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ამომრჩეველს დაპირდა, რომ ქვეყანას მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე დააბრუნებს.

„ჩვენ კვლავ დავდგებით მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე, რათა შევძლოთ მოლაპარაკებების წარმოება უდიდესზე უდიდესი ძალის პოზიციიდან. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ კვლავ უსაფრთხოდ ვიქნებით“, — განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას.

იმის მაგალითად, რომ სხვა ქვეყნები აშშ-ს არასერიოზულად ეკიდებიან, ტრამპმა რუსეთისა და ამერიკის საჰაერო ხომალდების შავი ზღვის თავზე ერთმანეთთან სახიფათოდ მიახლოვების შემთხვევები გაიხსენა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: მიგრანტებს მეორე 11 სექტემბრის მოწყობა შეუძლიათ

„პუტინი დასცინის, დამერწმუნეთ, დასცინის ჩვენს ლიდერებს. გუშინ მისმა თვითმფრინავმა 10 ფუტზე (3 მეტრი. —რედ.) ჩაგვიარა, დაგვცინოდა და გვამასხარავებდა, პირდაპირ, ირანივით“, — განაცხადა ტრამპმა.

მან რამდენიმე დღის წინ მომხდარიც გაიხსენა, როდესაც ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები სპარსეთის ყურეში ისე მიუახლოვდნენ ამერიკულ სამხედრო ხომალდს, რომ აიძულეს ის კურსი შეეცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დაიმუქრა, რომ როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გახდება, მსგავსი ინციდენტებისას ირანელებს წყლიდან „ამოათრევს“.

„როცა ისინი ჩვენს ლამაზ ესკადრონულ ნაღმმზიდებს თავიანთი პაწაწინა ნავებით წრეს არტყამენ და ხელებს გვიქნევენ ცხვირწინ, ჩვენს მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ!“ — მიაჩნია ტრამპს.

ყველა ახალი ამბავი
0