ამომრჩევლებს სიებში თავინთი მონაცემის გადამოწმება სწრაფი გადახდის აპარატით შეუძლიათ

© FB/ЦИК Грузииსწრაფი გადახდის აპარატი თბილისში
სწრაფი გადახდის აპარატი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს ინფორმაციით, 20 აგვისტოდან ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. „გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ — ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“. იტყობინება ცესკოს პრესსამსახური. 

უწყების ინფორმაციით, ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი.

ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა. ცესკოს ინფორმაციით, ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე — voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ. სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

ყველა ახალი ამბავი
0