არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაკვირვებას ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიაზე 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე აწარმოებდნენ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED)  დამკვირვებლებმა დაადგინეს წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მიმართ ზეწოლისა და მუქარის ზრდის ფაქტები. 

წინასაარჩევნო პერიოდში  მონიტორინგის ანგარიში მოიცავს პერიოდს 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე. დაკვირვება წარმოებდა საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრაზე. 

„საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ სამ ფაქტთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც», — ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

კამპანიისთვის ხელის შეშლასთან ერთად გამოვლინდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7,  სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი.


ყველა ახალი ამბავი
0