თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მაღალი სართულიდან მამაკაცი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“, საქართველოს შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მამაკაცი მშენებელი იყო და მშენებლობაზე ათევდა ღამეს. იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით.
შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის გარემოებები — უცნობია. სისხლის სამართლის საქმე „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით არის აღძრული.