თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში დაკარგული გოგონა პოლიციელებმა თბილისში აღმოაჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთ სამინისტროს პრესსამსახური.
15 წლის მოზარდის გაუჩინარების თაობაზე მშობლებმა ოთხი დღის წინ აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც მის მოსაძებნად ინტენსიური მუშაობა დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
„თბილისში იპოვეს უვნებლად. ახლა ის ოზურგეთში მიჰყავს პოლიციას“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პრესამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.
როგორ აღმოჩნდა მოზარდი თბილისში და სად იპოვეს ის სამართალდამცავებმა, ინფორმაცია ამის თაობაზე არ საჯაროვდება.
შსს თავს იკავებს მისი გაუჩინარების მიზეზებზე კომენტარის გაკეთებისგან.