ქართველმა მოჭადრაკეებმა ბაქოს ოლიმპიადაზე კვლავ გამარჯვება მოიპოვეს

© сайт Олимпиады в Бакуბაქოს ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა
ბაქოს ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში პერუს გუნდს სძლია, ხოლო მამაკაცებმა კი ესპანეთის გუნდი დაამარცხეს.

თბილისი, 8 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის  ქალთა და მამაკაცთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე სინქრონული გამარჯვება მოიპოვეს, ნათქვამია ტურნირის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველმა მოჭადრაკეებმა მეხუთე ტურში პერუს გუნდი 3.5. 0.5 ქულით დაამარცხეს, ხოლო მამაკაცებმა ასეთივე ანგარიშით ესპანელებს სძლიეს.

ამ წარმატების წყალობით, ქალთა ნაკრებმა, საერთო მაჩვენებლით, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, მამაკაცები კი მეშვიდე ადგილზე განთავსდნენ.

ჭადრაკის ოლიმპიადა ბაქოში - Sputnik საქართველო
ბაქოში ჭადრაკის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს

მეექვსე ტურში ქართველი მოჭადრაკეები ტურნირის მასპინძლებს, ბაქოს გუნდს შეხვდებიან, მამაკაცთა ნაკრები კი ჩეხეთთან გამოცდის შესაძლებლობებს.

ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ტურნირი 4-ჯერ მოიგო (1992, 1994, 1996 и 2008) და კიდევ 3-ჯერ (1998, 2000, 2010) პრიზიორი იყო.

ბოლო სამი ოლიმპიადის მანძილზე გამარჯვება რუსეთის ქალთა ნაკრებს ხვდა წილად.

 რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკე მამაკაცთა ნაკრებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ისინი არასოდეს გასულან საპრიზო ადგილებზე.

ყველა ახალი ამბავი
0