თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (74%), საფრანგეთისა (65%) და იტალიის (63%) მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მსოფლიო უსაფრთხოება ვერ გაზარდა. აშშ-ის მოსახლეობა, პირიქით, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების გაძლიერებისადმი გადადგმულ ქმედებებთან დაკავშირებით: 54%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, 39%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა, 7%-მა კი პასუხი „არ ვიცი“ აირჩიეს. მონაცემები მიღებული იქნა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ცნობილი ფრანგული კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
2011 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-მ საერთაშორისო და შიდა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რიგი ღონისძიებები გაატარა: მიღებული იქნა „პატრიოტული აქტი“, რომელიც უცხოეთსა და აშშ-ში მოქმედი კომპანიებისა და მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეგროვების კუთხით, გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებებს აფართოებს. ტერორისტული საფრთხეების შემცირების მიზნით, ავღანეთსა და სირიაში სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.
პასუხად კითხვაზე, „თქვენი აზრით, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ის მიერ გატარებულმა ზომებმა, უსაფრთხო გახადა თუ არა ცხოვრება მსოფლიოში?“ — გერმანელების მხოლოდ 20%-მა, ფრანგების 24%-მა და იტალიელების 30%-მა უპასუხა „კი“. პასუხი „არ ვიცი“ გერმანიაში რესპონდენტების 11%-მა, საფრანგეთში 11%-მა და იტალიაში 7%-მა აირჩიეს.
გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში, 26-30 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობა 4015-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004), იტალიიდან (1002) და აშშ-დან (1009).
შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.