თბილისი, 8 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ძირითადად უნალექო, თბილი და მზიანი ამინდი იქნება, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
9 სექტემბერი, პარასკევი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 26-31. მაღალ მთაში ღამით პლიუს 6-11 იქნება, დღისით-19-24. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 12-17 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-28-33. მაღალ მთაში ღამით 2-7 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 22-27.
თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ღამით 17 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-31.
10 სექტემბერი, შაბათი
დასავლეთ საქართველოში ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის აღოსავლეთითაც მშრალი ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 24-29. მაღალ მთაში ღამით პლიუს 9-14 გრადუსი იქნება, დღისით-21-26. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 14-19 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 27-32. მაღალ მთაში ღამით 4-9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით-19-24.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით 19 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-30.
11 სექტემბერი, კვირა
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთით ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 14-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით —26-31. მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 20-25 გრადუსი სითბო იქნება. საქართველოს აღმოსავლეთით ღამით 14-19 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 24-29. მაღალ მთაში ღამით 3-8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 18-23.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით 18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-28.