უფოლოგებს მიაჩნიათ, რომ უცხოპლანეტელებს თბილისის გარეუბანში არსებული ანომალია აინტერესებთ

გამოწერა

მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე არსებული ანომალია დღემდე არ ამოხსნილა. იხილეთ ამ უცნაურობის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის ანომალური ზონა თბილისის გარეუბანში, ფუნიკულიორისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზეა. უცნაური მოვლენა პირველებმა მძღოლებმა შენიშნეს, რომელთა ავტომობილები იმ ადგილზე გაჩერებისას, გამორთული ძრავებითაც კი, დაღმართზე დაგორების ნაცვლად, აღმართზე იწყებდა ასვლას.  

ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სხვა ბევრის მსგავსად, ანომალურ ზონას Sputnik-ის გადამღები ჯგუფიც ეწვია.

ქართველმა სწავლულები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებიდან სწავლობენ ამ უცნაურ ადგილს, თუმცა პასუხი ჯერ არ აქვთ. ამის პარალელურად, უფოლოგები ამბობენ, რომ ამ ადგილით უცხოპლანეტელებიც დაინტერესებულები არიან და კიდეც ჩამოსულან მის სანახავად.

არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში გზის ამ მონაკვეთზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაჯდა. 

„აზომვებისას აქ მიწის მაგნიტური ველის გამრუდება იგრძნობა, რომელიც ტექნიკაზეც მოქმედებს და ადამიანებზეც. ასეთი მაგნიტური ანომალიების ადგილები არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებს იზიდავს. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ამგვარი ადგილებიდან ენერგიას იღებენ“, — აცხადებს ირაკლი შონია, საქართველოს უფოლოგთა ცენტრის პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ უჩვეულო მოვლენის შესწავლა უნდა გაგრძელდეს. 

ყველა ახალი ამბავი
0