„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 8 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის, ნადარეიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის I მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, გობრონიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, არაყიშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის და აბაშელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0