საქართველოს ფეხბურთის U-21 ნაკრებმა ხორვატებთან ფრედ ითამაშა

© FB/ Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის U-21 ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის U-21 ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შეცდომების გათვალისწინებისა და ახალი შესარჩევი ციკლისთვის ახალი გუნდის მომზადების პირობას დებს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი მატჩი ხორვატ თანატოლებთან ანგარიშით 2:2 დაასრულა. შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების აქტივში 12 ქულა იყო და ჯგუფში მეოთხე ადგილი განაღდებული ჰქონდა. ხორვატებს კი, რომლებიც შვედებთან და ესპანელებთან კონტინენტურ პირველობაზე პირდაპირი მოხვედრისთვის იბრძვიან, ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ. 

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატ თანატოლებთან შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატ თანატოლებთან შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატ თანატოლებთან შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა

მიუხედავად ზღვარგადასული მოტივაციისა, სტუმრებმა გოლი შეხვედრის პირველივე წუთებზე გაუშვეს. ხორვატმა მცველებმა გიორგი პაპუნაშვილი მარტო დატოვეს საჯარიმოზე და მანაც იოლად გახსნა ანგარიში.

ხორვატებმა საპასუხო გოლი მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოსღა გაიტანეს. იტალიის „უდინეზეს“ ფორვარდმა სტიპე პერიცამ დახვეწილი კომბინაცია ჩაატარა და ბურთი ქართველების კარში ზუსტად გაგზავნა.

მეორე ტაიმში ნიკა კაჭარავას აქტიურობამ ის მოიტანა, რომ დომინიკ ლივაკოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თუმცა ხორვატებმა მდგომარეობა ძალიან მალე გამოასწორეს და პერიცამ უკვე 6 წუთის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დამთავრებამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ანგარიში ტაბლოზე აღარ შეცვლილა.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე

„კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით… ფრე სავსებით კანონზომიერი შედეგია. რა თქმა უნდა, შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დამთავრება კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე მერე ვიფიქრებთ, როცა ახალი შესარჩევი ციკლისთვის დავიწყებთ მზადებას ახალ გუნდთან“, — აღნიშნა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

ამ თამაშის შემდეგ ხორვატიის U-21 ნაკრებმა 20 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა შვედეთის გუნდს მაინც ჩამორჩევა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 9 ჯგუფად დაყოფილი 52 ნაკრები მონაწილეობს.  ტურნირის საგზურს ავტომატურად ღებულობს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული.

ყველა ახალი ამბავი
0