თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სამი ქართველი მეზღვაური, რომელიც უკვე მეორე კვირაა თურქეთის დროში ქვეშ მცურავ ხომალდზე სიცილიის პორტში იმყოფება, დახმარებას ითხოვს, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
იტალიამ გემი დააყადაღა, ამიტომ თურქული კომპანია რა აპირებს მეზღვაურებს სახელფასო დავალიანება გადაუხადოს. გემი უკვე დატოვა კაპიტანმა და გემის ეკიპაჟმა. მასზე 7 მილიონამდე დოლარის ღირებულების ტვირთია. მეზღვაურები უახლოეს დღეებში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
„მეზღვაურებს არ აქვთ სასმელი წყლის და საკვების პრობლემა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სააგენტოს (საზღვაო ტრანსპორტის) დირექტორი მამუკა ახალაძე მათთან მუდმივ კონტაქტშია. ეს არის წმინდა წყლის დავა მეზღვაურებსა და დამსაქმებელს შორის ხელფასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მეზღვაურები იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან“, — თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა ნანუკა აროშიძემ.
ტელეარხის ინფორმაციით, მეზღვაურებთან ასევე მუდმივ კონტაქტშია საქართველოს საელჩო იტალიაში.