მდინარე სურამულას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება

© FB/ Мако Брегвадзеმდინარე სურამულა
მდინარე სურამულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე, რომელიც ქალაქ ხაშურზე გადის, ძალიან დაბინძურებულია პლასტმასის ბოთლებით. საქართველოს მოსახლეობა აღშფოთებულია.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ხაშურის რაიონული ადმინისტრაცია მდინარე სურამულას წელიწადში ორჯერ- გაზაფხულსა და შემოდგომაზე წმენდს, მოქალაქეები მის დაბინძურებას განაგრძობენ — უთხრა Sputnik-ს ქალაქის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მდინარე სურამულა ძირითადად პლასტმასის ბოთლებითაა დაბინძურებული. ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. 

„ჩვენი სპეციალისტები წელიწადში ორჯერ წმენდენ მდინარეს, მაგრამ ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა იზრუნოს მდინარეზე და არ ჩაყაროს მასში ნაგავი. მიუხედავად აურაცხელი კამპანიისა და მოწოდებისა, სამწუხაროდ სიტუაცია არ იცვლება“, — უთხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს. 

ხაშურის მერიაში აღნიშნეს, რომ ყველა სოფელსა და ქალაქშიც დგას სანაგვე ურნები, რომელთაც მუდმივად წმენდენ და გაურკვეველია მაინც მდინარეში რატომ ყრიან ნაგავს. 

ეხლა მერიაში ფიქრობენ იმაზე, რომ მდინარე სურამულას გასწვრივ დამონტაჟდეს  ვიდეოთვალთვალის კამერები და გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილება, რომ მდინარის დაბინძურებისათვის კანონის დამრღვევი დაჯარიმდება. 

„ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს პასუხისმგებლობით მოეკიდოს გარემოს რომელშიც ცხოვრობს“ — თქვა მერიის წარმომადგენელმა. 

მდინარე სულამულას სიგრძე 42 კმ-ია. იგი კვეთს სურამს, ხაშურს და უერთდება მდინარე მტკვარს.


ყველა ახალი ამბავი
0