VII საუკუნის მცირე ჯვრის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯვრის უძველესი მონასტერი მცხეთასთან ახლოს, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე მდებარეობს. ტაძარზე, გამომდინარე მისი მდებარეობიდან, გამუდმებით ზემოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს.
ჯვრის მცირე მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და ორ წელს გაგრძელდება. ამ ეტაპზე მონასტრსი დაზიანებული კედლების კონსერვაციის პროცესი მიმდინარეობს.
სარესტავრაციო სამუშაოებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ახორციელებ, რომელსაც ნანი კუპრაშვილი და ალექსანდრე რუბაშვილი ხელმძღვანელობენ. ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციას იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტი უწევს.
ჯვარი — VII საუკუნის ქართული მონასტერია, რომელიც იმ ადგილას აიგო, სადაც, ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა. ჯვრის მონასტერი არქიტექტურის შედევრი და მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ქართული ძეგლია.







