თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველო სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 7-12 სექტემბრის პერიოდში შეწყვეტს, იუწყება „Sputnik სომხეთი“ „გაზპრომ არმენიას“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გაზის მიწოდების შეწყვეტა „ყაზახი-საგურამოს“ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების საფუძველზე მოხდა. ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „გაზპრომ არმენია“ ოფიციალურად გააფრთხილა.
სომხეთის ბუნებრივი აირით მომარაგებას კომპანია „გაზპრომ არმენია“ სრული მოცულობით შეუზღუდავად უზრუნველყოფს. სომხეთს რუსული გაზი საქართველოს ტერიტორიაზე გავლით, ტრანზიტით მიეწოდება, ამისათვის ქვეყანა გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს იღებს. კომპანია „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 11 ივლისს შეაჩერა, რისი მიზეზიც საქართველოს ტერიტორიაზე დაზიანებული მილსადენებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოებია. ბინებრივი აირის მიწოდება 4 აგვისტოს აღდგა.