თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ურალვაგონზავოდთან“ ტ-14 "არმატას" 100-ზე მეტი ტანკის მოწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვზე დაყრდნობით.
პირველი მანქანები საპილოტე-საბრძოლო ექსპლუატაციაში უკვე ჩაეშვა.
„პირველი პარტია უკვე შევისყიდეთ, ქარხანა ხომ მას უფასოდ არ აკეთებს. ჩვენ კონტრაქტი გამოცდილ პარტიაზე, 100-ზე მეტ მანქანაზე დავდეთ და ისინი საპილოტე-საბრძოლო ექსპლუატაციაში უკვე ჩაეშვა“, — განაცხადა ბორისოვმა „არმია 2016“-ის ფორუმზე.