მე-VII საუკუნის მცირე ჯვრის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და ორ წელს გაგრძელდება. ამ დროისათვის დასასრულს უახლოვდება დაზიანებული ქვის კედლების კონსერვაცია. იხილეთ რესტავრაციის პროცესის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.
ტაძარში პირველი სარესტავრაციო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაატარეს, მაგრამ ტაძარზე, გამომდინარე მისი მდებარეობიდან, გამუდმებით ზემოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს.
სარესტავრაციო სამუშაოებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ახორციელებს ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციას იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა უწევს.
შეგახსენებთ: ჯვრის მონასტერი არქიტექტურის შედევრი და მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ქართული ძეგლია.