„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasi"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 6 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზიირს და სამგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, წინანდლის, რუისის და ჩეხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას და ანტონოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი


11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, ბელიაშვილის, მიქელაძის ქუჩების და დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0