საქართველო-ავსტრია: მატჩის წინ

© GFFსაქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დინამო არენა“ დღეს საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებების შეხვედრას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ორშაბათს პირველ შეხვედრას გამართავს.

დღემდე საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებია არცერთხელ შეხვედრილან არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩებში.

ვლადიმირ ვაისისთვის ეს რიგით მეხუთე შეხვედრა იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ დროისათვის სლოვაკი სპეციალისტის აქტივში ჩაწერილია: ფრე ყაზახეთთან (1:1), წაგება სლოვაკეთთან (1:3) და რუმინეთთან (1:5) და ერთი გამარჯვება ესპანეთის ნაკრებთან (1:0).

რაც შეეხებათ ავსტრიელებს, გუნდმა ბოლო ოთხიდან სამი მატჩი წააგო: ჰოლანდიასთან (0:2), უნგრეთთან (0:2) და ისლანდიასთან (1:2), ხოლო ერთი ფრედ დაასრულა პორტუგალიასთან (0:0).

„ეს შესარჩევი ციკლის მხოლოდ დასაწყისია და გვსურს, პირველი თამაში წარმატებით ჩავატაროთ. ვფიქრობ, ამ ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, ამიტომ ყველა მატჩი ძალიან რთული იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ბალანსით ვითამაშოთ. ეს ნიშნავს დაცვასაც და შეტევასაც. თუ მხოლოდ დაცვაზე ვითამაშებთ, წარმატების შანსი არ გვექნება“, — აღნიშნა ვაისმა პრესკონფერენციაზე.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გუნდის ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც კლუბის გარეშეა დარჩენილი.

„ოქრიაშვილი გუნდს მხოლოდ ორი დღის წინ შემოუერთდა. როგორც იცით, მას ჰქონდა მარსელის „ოლიმპიკში“ გადასვლის შანსი, მაგრამ გარიგება ჩაიშალა და ის უკლუბოდ დარჩა. ისიც და ჩვენც რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ის ტამაშისთვის ემზადება და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარება“, — განაცხადა ვაისმა.

პრესკონფერენციაზე დასახელდა ნაკრების საბოლოო შემადგენლობაც.

მეკარეები:

•    გიორგი ლორია — „კრილია სოვეტოვი“, სამარა

•    როინ ქვასხვაძე — „ტორპედო“, ქუთაისი

•    გიორგი მაკარიძე — „მორეირენსე“, პორტუგალია.

მცველები:

•    უჩა ლობჟანიძე — „დინამო“, თბილისი

•    ალექსანდრე ამისულაშვილი — „დინამო“, თბილისი

•    ოთარ კაკაბაძე — „ხიმნასტიკი“, ესპანეთი

•    საბა კვირკველია — „რუბინი“, ყაზანი

•    გურამ კაშია —„ვიტესი“, ჰოლანდია

•    ლაშა დვალი — „შლენსკი“, პოლონეთი

•    გიორგი ნავალოვსკი — „ვერია“, საბერძნეთი

•    ზურაბ ცისკარიძე — „ტეპლიცე“, ჩეხეთი

•    დავით ხოჭოლავა — „ჩერნომორეცი“, ოდესა.

ნახევარმცველები

•    ნიკა კვეკვესკირი — „გაბალა“, აზერბაიჯანი

•    მურთაზ დაუშვილი — „დიოშდერი“, უნგრეთი

•    თორნიკე ოქრიაშვილი — კლუბის გარეშე

•    ალექსანდრე კობახიძე — „ვორსკლა“, პოლტავა

•    ჯანო ანანიძე — „სპარტაკი“, მოსკოვი

•    ვაკო ყაზაიშვილი — „ლეგია“, ვარშავა

•    ჯაბა ჯიღაური — „დინამო“, თბილისი

•     გიორგი ჭანტურია — “ურალი“, რუსეთი. 

თავდამსხმელები:

•    ლადო დვალიშვილი — „დინამო“, თბილისი

•    დავით სხირტლაძე — „სილკებორგი“, დანია

ყველა ახალი ამბავი
0