“რასაცა გასცემ, შენია”... ანუ, გონიერი აზრები გონიოდან...

ქველმოქმედება გადამდებია
ქველმოქმედება გადამდებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

მინდოდა თქვენთვის სიურპრიზის გაკეთება  და წინასწარ არ გაგაფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ერთი კვირით  თბილისური აივნის აჭარული აივნით შეცვლა მოგვიწევს… ჩაიწერეთ ახალი მისამართი: გონიო… ანდრია პირველწოდებულის გამზირი 46… ყველაზე ლამაზი აივანი და, გაგიკვირდებათ, მაგრამ ისევ ადესით შემკობილი… მართალია, ბროწეულის ხე არ ეყუდება იდაყვით მოაჯირს, სამაგიეროდ 2 ულამაზესი პალმა ჩრდილავს და ჰაერში  გემრიელი ზღვის სურნელი ტრიალებს…  რა თქმა უნდა, კომპენსაციის სახით, მოგართმევთ აჭარულ ხაჭაპურებსა და უგემრიელეს ფახლავას… ბუნებრივია,  კოპწია ჭიქებში ჩამოსხმული ნალექიანი ყავის თანხლებით… 

დღეს საუბრის თემაც განსაკუთრებულია: ქველმოქმედება… რადგანაც 2013 წლიდან  გაეროს გენერალური ასამბლეის N67/105 რეზოლუციით, ზუსტად ეს დღე — 5 სექტემბერი გამოცხადებულია  ქველმოქმედების მსოფლიო დღედ. 

ისტორიიდან ქველმოქმედების უამრავი მაგალითი ვიცით… 

ეს არის მსოფლიოში ცნობილი დედა ტერეზა, რომელიც სულ ეხლახანს გავიხსენეთ… ფრანგი და ემანუელა, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა ღარიბებს თურქეთის, ტუნისისა და ეგვიპტეს კათოლიკურ მისიებში, 1980 წელს კი შექმნა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Asmae-association Soeur Emmanuelle, რომელიც დღემდე ეხმარება ბავშვებსა და გაჭირვებულებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში…

პაკისტანელი აბდულ სატარ ედჰი, ჰუმანიტარული ორგანიზაცია Edhi Foundation —ის ხელმძღვანელი, რომელიც 1947 წელს ჩავიდა ინდოეთში და მასზე იქ ნანახმა სიდუხჭირემ  იმდენად იმოქმედა, რომ მან შემოსავლების დიდი ნაწილი დახარჯა ღარიბებისთვის წამლების შესასყიდად, შემდეგ კი  მოხალისეებისგან შექმნა  სასწრაფო დახმარება… 

ცნობილი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, ბილ გეიტსი,  2000 წელს შექმნილი  მსოფლიოში ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდის „ბილ და მელინდა გეიტსების“ დამფუძნებელი, რომელიც  დახმარებას უწევს მძიმედ დაავადებულ და ღარიბ ადამიანებს…

 კიდევ უამრავი სახელის ჩამოთვლა შეიძლება: კომპანია MacAndrews and Forbes Holdings-ის მფლობელი,   კარნეგი-ჰოლის დამფუძნებელი რონალდ პერელმანი,,  კორპორაცია Oracle-ს ხელმძღვანელი, ლარი ელისონი,  კორპორაცია Microsift-ის თანადამფუძნებელი, პოლ ალენი, ცნობილი მედია მაგნატი, ტედ ტერნერი (სხვათაშორის, გაეროს ფონდის დამაარსებელი),  „ვარსკვლავური ომების“  რეჟისორი, ჯეკ ლუკასი, პოპულარული  მსახიობები და მომღერლები: მერილ სტრიპი, პიტ ბრედი, ანჟელინა ჯოლი, ელტონ ჯონი, მელ გიბსონი, მადონა და სხვა…

ადამიანებს, ვინც ქველმოქმედებით არის დაკავებული, ფილანტროპებსაც უწოდებენ, რაც ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს „გიყვარდეს ადამიანი“…

სხვათაშორის, ქველმოქმედება არ არის აუცილებლად დაკავშირებული ფულთან, ის პირველ რიგში ნიშნავს უანგარო ქმედებას იმ ადამიანების  მიმართ, ვისაც დახმარება ჭირდება…

დედა ტერეზა
დედა ტერეზა - Sputnik საქართველო
დედა ტერეზა

მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ,  დროებით შევეშვათ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს და ყველამ გავიხსენოთ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო  მყოფი საოცარი ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე წუთებში, როდესაც გვიჭირდა და, სამწუხაროდ, ასეთი მომენტები ყველა ადამიანს გააჩნია, დაგვიდგნენ გვერდით… არა აქვს მნიშვნელობა როგორ — მატერიალურად, ფიზიკურად თუ მორალურად… მთავარია, უანგაროდ და ესე იგი გულწრფელად და ვაჟკაცურად…

პირადად მე, ბევრი ასეთი ადამიანი მყავდა, საბედნიეროდ და ისინი რომ არა, დღემდე ვერ მოვაღწევდი და ეს სულაც არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები… მადლობა მინდა ვუთხრა დღევანდელ ლამაზ დღეს სათითაოდ ყველას…

 მაგრამ ერთი ისტორია მინდა გამოვყო  განსაკუთრებით…

მოხდა ისე, რომ გარკვეულ პერიოდში მე, ჩემი მამიკო და შვილი დავრჩით სულ მარტო… ძალიან რთული დრო იყო — უგაზობა, უსინათლობა, უფულობა, შიმშილობა…  ძალიან დავიბენი… ვმუშაობდი, თანაც საკმაოდ  სერიოზულ  და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მაგრამ ხელფასები იყო მიზერული… 

მამას ყავდა ერთი მეგობარი, რომელსაც  ამ დროს მეუღლე გარდაეცვალა და პატარა შვილი დარჩა, რომელიც მათ უკვე ასაკში მყოფებმა იშვილეს…. და რომელსაც სახელმწიფომ გამოუყო უფასოდ დღეში 1 ცალი პური. მამიკოს მეგობარი  - გურამ იოსელიანი, ყოველდღე იღებდა ამ 1 პურს, ყოფდა 2 ნაწილად, ნახევარს შვილს უტოვებდა და ნახევარი იმდროინდელი პლეხანოვიდან ლენინის მოედნამდე მოქონდა ჩემი შვილისთვის, ფეხით, რადგანაც მეტროს ფულიც კი არ ქონდა…

ამის მერე ჩემთვის ეს არის საზომი ყოველი ქველმოქმედების და სიკეთის…

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრებაშიც იყვნენ  ასეთი ადამიანები… 

მათ არავინ არ უწოდებს გმირებს… ისინი არ შეყავთ გინესის წიგნში ქველმოქმედებისათვის გაცემული ყველაზე დიდი თანხებისათვის,  მაგრამ სწორედ მათი დროზე გამოწვდილი ხელი და გული… ზრუნვა და მხარდაჭერა… თანდგომა და სიყვარული… ზოგჯერ დროულად ნათქვამი სულ ერთი სიტყვა  არის ის, რის გამოც ღირს ამ ლამაზ დედამიწაზე მობრძანება… 

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბილი გეიტსაც თავის დროზე შეხვდა ასეთი კაცი და ამიტომაც, გაუჩნდა მას სურვილი დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს…

რადგანაც სიკეთე სინამდვილეში ვირუსივით გადამდებია… ასე რომ არ იყოს, ადამიანი ამდენ  სტიქიას, ომს და სხვა უბედურებასა და ბოროტებას   ვერაფრით  ვერ გაუძლებდა…

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და სიკეთით სავსე  დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0