რუსული Сomedy Woman ნოემბერში საქართველოში ჩამოდის

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკში"Comedy Woman"
Comedy Woman - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატალია ეპრიკიანი, ეკატერინა ვარნაევა, მარია კრავჩენკო, ტატიანა მოროზოვა, ეკატერინა სკულკინა, ნადეჟდა სისოევა და დიმიტრი ხრუსტალევი მალე საქართველოში კონცერტს გამართავენ.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. Comedy Club-ის შემდეგ საქართველოში ტელეარხ ТНТ-ს ცნობილი იუმორისტული შოუს Сomedy Woman-ის კონცერტი იგეგმება თბილისში 19 ნოემბერს. ქართველი მაყურებლის წინაშე Сomedy Woman პირველად წარსდგება. კონცერტი ფილარმონიის სცენაზე შედგება. 

„საქართველოს დედაქალაქს Сomedy Woman  ახალი პროგრამით და სრული შემადგენლობით ეწვევა. გარდა შოუს ქალთა კოლექტივისა,  სცენაზე პროექტის ექს-წამყვანი დიმიტრი ხრუსტალიოვიც გამოვა, — უთხრეს Sputnik-ს კომპანიაში "Viva Max", რომელიც საქართველოში რუსი მსახიობების  კონცერტის ორგანიზატორია. 

 „თბილისელ მაყურებელს ელოდება საუკეთესო იუმორით გაჯერებული საღამო. ქალთა იუმორისტული შოუს მთავარი მონაწილეები პასუხს გასცემენ კაცების მარადიულ შეკითხვას: „შეუძლიათ თუ არა ქალებს ხუმრობა?“ რა თქმა უნდა შეუძლიათ! მობრძანდით და თავად დარწმუნდით!“, — ნათქვამის ორგანიზატორთა გვერდზე სოციალურ ქსელში  Facebook

თავდაპირველად პროექტი მხოლოდ კლუბური ხასიათისა იყო. ეთერში გასვლისთანავე გადაცემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, უკვე 10 წელია ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადის და დღესდღეობით უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობს. 


ყველა ახალი ამბავი
0