რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს შეხვდებიან

© AP Photo / Andrew Harnikვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა
ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის ფორმატი გარკვეული ჯერ არ არის, ის შეიძლება იყოს როგორც კულუარული, ასევე სრულფორმატიანი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

თბილისი, 4 სექტემბერი— Sputnik. რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა ორშაბათს  შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, შეხვედრის ფორმატი გარკვეული ჯერ არ არის, ის შეიძლება იყოს როგორც კულუარული, ასევე სრულფორმატიანი, განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტი" კვირას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ლიდერები შეთანხმდნენ ხვალ შეხვედრა ჩაატარონ“,- განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა შეხვედრა სრულფორმატიანი, პესკოვმა უპასუხა, რომ შეხვედრის ფორმატი გარკვეული არ არის, ის შეიძლება შედგეს როგორც კულუარულად, ასევე სრულ ფორმატში.

 

ყველა ახალი ამბავი
0