დუმილი, ცრემლები და ყვავილები: ტაშკენტი პრეზიდენტს გამოემშვიდობა

გამოწერა

 08:00 საათზე უზბეკეთის დედაქალაქში ადგილობრივები ტაშკენტიდან აეროპორტ „სამხრეთისკენ“ მიმავალ „საპრეზიდენტო გზაზე“ გამოვიდნენ და უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს პატივი მიაგეს.

აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ადამიანები დილიდანვე გამოჩნდნენ, შეკრებილებს შორის ახალგაზრდებიც იყვნენ. თითქმის არავინ, მათ შორის სამართალდამცველები,  არ მალამდა ემოციებს. თითქმის მთელი გზა ყვავილებით იყო მოფენილი.

ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.  სახელმწიფო მეთაურს, ანდერძის თანახმად, 3 სექტემბერს სამარყანდში დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის  სახელმწიფო და მთავრობის პირველი პირები, რუსეთიდან პროცესიას  პრემიერი დმიტრი მედვედევი დაესწრება.

 

პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

!-- —>
!-- —>

ყველა ახალი ამბავი
0