დღის გმირი: პრემიერი კვირიკაშვილი ველოსიპედიდან ჩამოვარდნილ ბაბუს დაეხმარა

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ აბაშაში გავლისას, მთავრობის მეთაურმა ველოსიპედიდან გადმოვარდნილი მოხუცი შეამჩნია. კვირიკაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და მას პირველადი დახმარება გაუწია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაეხმარა მოხუც მამაკაცს რომელიც ველოსიპედიდან გადმოვარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პრემიერი ქალაქ აბაშის გავლით მგზავრობდა. კვირიკაშვილმა ჩამოვარდნილი მამაკაცის დანახვისას, ესკორტი გააჩერა და მოხუცს პირველადი დახმარება გაუწია. 

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანა გოჩაშვილმა გაავრცელა. 

„პრემიერი, ვიცე-პრემიერი, გუბერნატორი და ჟურნალისტი — ყველა ერთად ველოსიპედისტი ბაბუს დასახმარებლად! სიკეთე გადამდებია» — წერს გოჩაშვილი. 

პრემიერის გარდა ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0