ათობით დახოცილი ქმარი, საყვარელი და შვილი - მსოფლიოს უსასტიკესი ქალები

© FL/ Herry Lawfordმკვლელი ქალები
მკვლელი ქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კეტრინ ნაიტმა ქმარი მოკლა, გაატყავა და მისგან სადილი მოამზადა; ბელა სორენსონ გინესმა იმქვეყნად 42 ქმარი გაისტუმრა, ხოლო ვერა რენცის ღვინის სარდაფში 32 მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს...

ქალი საზოგადოებაში, როგორც წესი, სათნოების, სიყვარულის, სინაზის, ოჯახური სიმყუდროვის განსახიერებაა. მაგრამ ისტორიამ ისეთი ქალებიც იცის, რომლებმაც თავისი სახელი საშინელი და საზარელი, უსასტიკესი დანაშაულებით დაიმკვიდრეს.

ავსტრალიელი, რომელმაც მოკლა ქმარი და მისგან სადილი მოამზადა

პირველი ავსტრალიელი, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე, კეტრინ ნაიტი გახდა. ის თავის ქმრებს წინა ქორწინებების დროსაც ესხმოდა თავს, მაგრამ 2000 წელს ყოვლად წარმოუდგენელი რამ მოხდა. მან ქმარს დანით 37 ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც გაატყავა და სასტუმროში კაუჭზე ჩამოკიდა. შემდეგ დაანაწევრა სხეული და მისგან ბავშვებისთვის სადილის მომზადება დაიწყო. საბედნიეროდ, პოლიციამ ეს „სადილი“ მანამდე აღმოაჩინა, სანამ სახლში ბავშვები დაბრუნდებოდნენ.

© FL/ r. nial bradshawმკვლელობა
მკვლელობა - Sputnik საქართველო
მკვლელობა

 

ბელა სორენსონ გინესი — ქალი, რომელმაც 42 ქმარი გაისტუმრა იმქვეყნად

გინესი ნორვეგიაში დაიბადა. 21 წლის რომ იყო, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. იქ გათხოვდა ჩიკაგოელ ბიზნესმენზე და ორი შვილი გააჩინა, რომლებიც, რამდენიმე წელიწადში, დაზღვევის თანხის მისაღებად, თავადვე მოწამლა. მოგვიანებით მისი ქმარი ფრიად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა იმ წამლებისგან, რომლითაც მკურნალობდა და კვლავ, ქმრის სიკვდილის შემდეგ, გინესმა დაზღვევის თანხა მიიღო. ამ თანხით მან ფერმა შეიძინა.

ქმრის ნათესავებმა რაღაც იეჭვეს და მას ქმრის ნაადრევ სიკვდილში დასდეს ბრალი. მალე „შავმა ქვრივმა“ „საქმე“ აამუშავა. მისი სქემა საკმაოდ მარტივი იყო: კაცის ცდუნება, მისი ცოლობა, ქმრის დარწმუნება, რომ თავი დაეზღვია, შემდეგ მოწამვლა და დაზღვევის საფასურის მიღება. ის ადვილად ახერხებდა მამაკაცების საწოლში შეტყუებას, რომლებსაც ვერცკი წარმოედგინათ, რომ ლამაზი ქალის სახის უკან ცივსისხლიანი მკვლელი იმალებოდა. ცნობილი გახდა, რომ მან 42 ქმარი დაკრძალა და 250 ათას აშშ დოლარზე მეტი დააგროვა. „შავმა ქვრივმა“ ცხოვრება ასევე ტრაგიკულად დაასრულა: მისი უთავო და დამწვარი ცხედარი ტყეში იპოვეს, თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ცხედარი გინესს არ ეკუთვნოდა.

© FL/ Steve Shookბელა სორენსონ გინესი
ბელა სორენსონ გინესი - Sputnik საქართველო
ბელა სორენსონ გინესი

როზმარი უესტი — რვაშვილიანი დედა, მეძავი, სადისტი და მკვლელი

როზმარი, იგივე როზა ბოროტებისა და უსულგულობის განსახიერება იყო. როზმარი და მისი ქმარი ფრედი ქუჩაში ახალგაზრდა გოგონებს იცნობდნენ, მათ სახლში ეპატიჟებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკვებს, საცხოვრებელსა და თანაგრძნობას. სინამდვილეში, ამ გოგონებს საშინელი ბედი ელოდათ წინ.

როზმარი, რვა შვილის დედა, მეძავი და სექსუალური სადისტი იყო. ის სიამოვნებას სხვისი ტანჯვით იღებდა. თავის ქმართან ერთად მან ათი მხეცური მკვლელობა ჩაიდინა, მათ შორის — ერთი საკუთარი ქალიშვილი ჰიზერი იყო. ასევე, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წყვილმა კიდევ მრავალი გოგონას სიცოცხლე შეიწირა. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფრედმა მიანიშნა, რომ ოცზე მეტი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგონა, შესაძლოა, სწორედ მათი მსხვერპლი ყოფილიყო.

© FL/Steve Shookბელა სორენსონ გინესის ეზოში გვამების ძიებისას
ბელა სორენსონ გინესის ეზოში გვამების ძიებისას - Sputnik საქართველო
ბელა სორენსონ გინესის ეზოში გვამების ძიებისას

ვერა რენცი, რომლის სარდაფშიც 32 მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ვერა მდიდარ, უნგრული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. ის პატარაობაშივე უმართავი იყო, განსაკუთრებით მოსწონდა მამაკაცებთან მეგობრობა. ბუნებით ძალზე ეჭვიანი იყო. პირველად ვერა თავისზე უფროსს, მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად. შეეძინა ვაჟი ლორენსო. ვერამ ქმარზე ეჭვიანობა დაიწყო და ერთხელ, განრისხებულმა, ღვინოში დარიშხანი ჩაუყარა.  ვერამ ოჯახსა და მეგობრებს უთხრა, რომ ქმარმა ის და მათი ვაჟი მიატოვა. ერთი წლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მის ყურამდე მივიდა ჭორები, რომ ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მალე მეორედ გათხოვდა. ერთი თვის შემდეგ მისი ქმარი გაუჩინარდა, ვერამ კი ოჯახსა და მეგობრებს კვლავ განუცხადა, რომ ქმარმა მიატოვა. ერთი წლის შემდეგ მან თქვა, რომ ქმრისგან წერილი მიიღო, სადაც ის წერს, რომ აღარასდროს დაუბრუნდება.

© FL/ RV1864როზმარი და ფრედ უესტები
როზმარი და ფრედ უესტები - Sputnik საქართველო
როზმარი და ფრედ უესტები

ამის შემდეგ ვერა აღარ გათხოვილა, თუმცა, მამაკაცებთან, მათ შორის დაოჯახებულებთან, ურთიერთობები ჰქონდა. მისი საყვარლები სხვადასხვა ფენისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანები იყვნენ. ერთი რამ კი ძალიან უცნაური იყო — ყველა მისი საყვარელი გარკვეული პერიოდის — თვის, კვირის, ან დღეების — შემდეგ უჩინარდებოდა. ვერა ყოველთვის თხზავდა ისტორიას, რომ მამაკაცები მისი ერთგული არ იყვნენ და მას შორდებოდნენ. ერთხელ, ვერას ერთ-ერთი საყვარლის მოტყუებული ცოლი მოღალატე ქმრის კვალს გაჰყვა. როდესაც მამაკაცი დაიკარგა, მან პოლიცია გამოიძახა. ვერას სახლი გაჩხრიკეს და მის ღვინის სარდაფში 32 თუთიის კუბო აღმოაჩინეს, რომლებშიც სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა დროს გარდაცვლილი მამაკაცების გვამები აღმოაჩინეს. ვერა დააპატიმრეს. მან აღიარა, რომ ეს მამაკაცები დარიშხანით მოწამლა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსწონდა ყოფილი საყვარლების კუბოებს შორის სავარძელში ჯდომა. ვერამ ასევე ორივე ქმრისა და თავისი ვაჟიშვილის მკვლელობაც აღიარა. ამ უკანასკნელს სარდაფში შემთხვევით უნახავს კუბოები, დაუწყია დედის შანტაჟირება. ვერამ მოკლა თავისი შვილი და მისი ცხედარი კი მოიშორა. 

ყველა ახალი ამბავი
0