მარნეულში ქორწილში მოწამლული ადამიანები საავადმყოფოდან გაწერეს

© photo : Tatfrontu.ruსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტებმა საავადმყოფოში დაახლოებით 24 საათი დაჰყვეს. ამჟამად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში ქორწილში მოწამლული 180 ადამიანიდან, რომელთაგან დაახლოებით 30 ბავშვი იყო, საავადმყოფოდან ყველა გაწერილია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში იმ რესტორნის მუშაობა შეაჩერა, სადაც ეს მასობრივი მოწამვლა მოხდა, ხოლო რესტორნის მფლობელი დაჯარიმდა.

„ეს იყო მასობრივი სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია. დაშავებულები სამედიცინო დახმარების განყოფილებაში 24 საათზე მეტხანს არ ყოფილან. ახლა ყველა გაწერილია საავადმყოფოდან. ასევე არ დაფიქსირებულა ექიმისთვის ხელახლა მიმართვა“, — განაცხადა ზახაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

კერძოდ რომელი პროდუქტით მოიწამლნენ სადახლოს მცხოვრებნი, რამდენიმე დღეში, ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, განაცხადეს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0