თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, იტალიის (64%), საფრანგეთისა (63%) და გერმანიის (54%) მოსახლეობის უმრავლესობა თავის ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილოა. განათლების სისტემით კმაყოფილი ფრანგების მხოლოდ 28%, იტალიელების 31% და გერმანელების 41%-ია. მათმა რაოდენობამ, ვინც კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, საფრანგეთში 9%, ხოლო იტალიასა და გერმანიაში 5%-5% შეადგინა. მონაცემები მიღებულია კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით ჩატარდა.
იტალიაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა დიდია როგორც 18-დან 34 წლამდე ასაკის (62% უკმაყოფილო, ხოლო 33% კმაყოფილი), ისე 35 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში (65% 30%-ის წინააღმდეგ). ორივე ასაკობრივ ჯგუფში „არ ვიცი“ უპასუხა 5%-მა. საფრანგეთში არსებითი განსხვავებაა 35-წლამდე და 35 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების პასუხებში. 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განათლების სისტემით უკმაყოფილოა რესპონდენტების 53%, კმაყოფილია 37%, „არ ვიცი“ უპასუხა 10%-მა. 35 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტებში უკმაყოფილო აღმოჩნდა 66%, კმაყოფილი — 25%, ხოლო 9%-მა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
გერმანიაში საგრძნობი სხვაობაა მამაკაცებისა და ქალების მიერ გაცემულ პასუხებში. გამოკითხულ ქალთა 57% უკმაყოფილოა საშუალო და დაწყებითი განათლების დონით, 38% კმაყოფილია, ხოლო 5%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. მამაკაცებს შორის ანალოგიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება — 50%, 45% და 5%. 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების ნახევარი განათლების სისტემით კმაყოფილია, უკმაყოფილოა გამოკითხულთა 47%-ზე ნაკლები და „არ ვიცი“ პასუხი მხოლოდ 3%-მა დააფიქსირა. 35 წლის ზემოთ ასაკის რესპონდენტებიდან განათლების სისტემასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს 56%, კმაყოფილია 38%, ხოლო 6%-ს ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.
დასავლეთ გერმანიის მცხოვრებლები, რომელთაც არ მოსწონთ განათლების სისტემა, 51%-ს შეადგენენ, კმაყოფილია გამოკითხულთა 44%, ხოლო „არ ვიცი“ 5%-მა დააფიქსირა. აღმოსავლეთ გერმანიაში განათლების სისტემით უკმაყოფილოთა რიცხვი დიდია — 61%, 33%-ის წინააღმდეგ, ხოლო 6%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სადაც ნეგატიურად არიან განწყობილი არსებული განათლების სისტემით, ბერლინშია — 74%. დაწყებითი და საშუალო განათლების დონით კმაყოფილია 24%, ხოლო პასუხი „არ ვიცი“ 2%-მა დააფიქსირა.
გამოკითხვა 2016 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3006-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004) და იტალიიდან (1002). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.