თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ავიაკომპანია „ბელავიას“ თვითმფრინავი, რომელიც მინსკის აეროპორტში უცნობი პირის მიერ „დანაღმული“ იყო, მილანში გაფრინდა, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.
ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა: ავიაკომპანიის ოფისში ანონიმური ზარი გაისმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ რეის B2-881-ზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. თვითმფრინავის გაფრენა იტალიის მიმართულებით გადაიდო.
„შემოწმების შემდეგ თვითმფრინავი 15:17 წუთზე გაფრინდა, დაყოვნებამ 3,5 საათი გასტანა. მომლოდინე მგზავრებს დამატებით კვების პროდუქტები გადაეცათ“, — განაცხადეს „ბელავიაში“.
გადამყვანმა ავიაკომპანიამ მგზავრებს რეისის დაყოვნების გამო შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. მინსკის აღმასკომის შსს-ს მთავარი სამმართველოს მონაცემებით, გამნაღმველებმა ვერ აღმოაჩინეს ლაინერ Boeing 737-ის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ დროისათვის სამართალდამცველები აეროპორტის ტერიტორიას ამოწმებენ.