თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 1 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის და ნაძალადევის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე 1 საათიანი ინტერვალით შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და მედეა ჩახავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ირბახის, ბეთანიის, განთიადის, სომხეთის, ნიაბის, კვესეთის, გოლოვნის და საინგილოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.