თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 31 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მუხის და ტირიფების ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუისის, ჩეხოვის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.