თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მუხრანის 66 ნომერში მდებარე სახლში აფეთქება მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავდა ოჯახის სამი წევრი. ადგილზე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის დეტალები ზუსტდება.