ნამდვილი ამბავი: ღარიბი მეთევზე, შტორმი და ზღვაში ნაპოვნი 100-მილიონდოლარიანი „ლოდი“

© FB/Aileen Cynthia Maggay-Amuraoღარიბი მეთევზის მიერ ნაპოვნი მარგალიტი 34 კილოგრამს იწონის
ღარიბი მეთევზის მიერ ნაპოვნი მარგალიტი 34 კილოგრამს იწონის - Sputnik საქართველო
გამოწერა

ერთ ფილიპინელ მეთევზეს კუნძულ პალავანის სანაპიროზე თევზაობისას შტორმმა მოუსწრო. კიდევ კარგი, ნავის ღუზა ზღვის ფსკერზე რაღაცას წამოედო, თორემ სტიქია საცოდავ კაცს ღია ზღვაში გაიტაცებდა და, ვინ იცის, საერთოდ დაბრუნდებოდა თუ არა უკან ცოცხალი.

როცა ბუნებამ ბობოქრობა შეწყვიტა, მეთევზემ სიღრმეში ჩაყვინთა და აღმოაჩინა, რომ ღუზა რაღაც მოზრდილ და უცნაური მოყვანილობის „ლოდს“ მოსდებოდა. 

ფილიპინელმა იფიქრა, ეს ნამდვილად ჩემი თილისმააო და ბევრი არ უფიქრია, „ლოდი“ ნავში ჩატვირთა და შინ წაიღო.

მეთევზე ძალიან ღარიბი იყო, სახლი ლამის თავზე ენგრეოდა და ამიტომ, ხელმრუდებისგან რომ დაეცვა, თილისმა საწოლის ქვეშ დამალა.

ასე გავიდა 10 წელი.

„ლოდი“ კიდევ დიდხანს იდებოდა საწოლის ქვეშ, რომ არა ცოტა ხნის წინ გაჩენილი ხანძარი, რომელმაც ფილიპინელი მეთევზის სახლი ფერფლად აქცია. სამწუხაროდ, თილისმა ამ შემთხვევაში უძლური გამოდგა, თუმცა…

უსახლკაროდ დარჩენილმა მეთევზემ „ლოდი“ შესანახად ეილინ ამურაოს მიაბარა, ქალაქ პუერტო-პრინსესას ტურიზმის სამმართველოს მენეჯერს, რომელმაც, დაინახა თუ არა „ლოდი“, მყის მიხვდა, რომ ეს გიგანტური… მარგალიტი იყო!

© FB/Aileen Cynthia Maggay-Amuraoეილინ ამურაო — პუერტო-პრინსესას ტურიზმის სამმართველოს მენეჯერი
ეილინ ამურაო — პუერტო-პრინსესას ტურიზმის სამმართველოს მენეჯერი - Sputnik საქართველო
ეილინ ამურაო — პუერტო-პრინსესას ტურიზმის სამმართველოს მენეჯერი

საწყალი მეთევზე ლამის ჭკუიდან შეირყა, როცა შეატყობინეს, რომ მისი 34-კილოგრამიანი „თილისმის“ წინასწარი ფასი 100 მილიონი დოლარი იყო. 

მოკლედ, პუერტა-პრინსესას მმართველობამ მარგალიტი საყოველთაოდ გამოფინა და ახლა თავმოსაწონებლად არა მხოლოდ ულამაზესი პლაჟები აქვს.

ქალაქის ხელისუფლება ჰემოლოგების ოფიციალურ დასკვნას ელოდება უნიკალური მარგალიტის სრული სერტიფიცირებისთვის.

გამორიცხული არ არის, რომ პროფესიონალების შეფასების შემდეგ მარგალიტის ღირებულება ერთიორად გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0