კარიმოვის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის მიუხედავად ტაშკენტში სიმშვიდეა

© Fotolia / Pavel Parmenovტაშკენტი
ტაშკენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 სექტემბერს უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე ორი დღით ადრე ტაშკენტი დროშებითა და საზეიმო პანოებით არის მორთული. დედაქალაქში მართლწესრიგის გაძლიერების ან სამხედრო ქვედანაყოფების არსებობის არანაირი ნიშნები არ არის.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ორშაბათს საინფორმაციო საშუალებების მიერ უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის თითქოსდა გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ცნობის შემდეგ სამშაბათის დილით ქვეყნის დედაქალაქში ვითარება მშვიდია, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“.

1 სექტემბერს უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე ორი დღით ადრე ტაშკენტი დროშებითა და საზეიმო პანოებით არის მორთული. დედაქალაქში სამართალდამცველი ძალების გაძლიერების ან სამხედრო ქვედანაყოფების არსებობის არანაირი ნიშნები არ არის. ასევე არანაირად არ არის შეზღუდული ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილობრივი ტელეარხები და რადიოსადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, გადასცემენ საზეიმო პროგრამებსა და კონცერტებს.

გამოცემა „ფერგანამ“ ორშაბათს, საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ რესპუბლიკის მეთაური დღისით ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. უზბეკეთის პრეზიდენტის აპარატში ანონიმურმა წყარომ ორშაბათის საღამოსვე განაცხადა, რომ კარიმოვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა. პრეზიდენტის სიკვდილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

უზბეკეთის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის, რასაც „გარკვეული დრო სჭირდება“. ორშაბათის დილით სახელმწიფოს მეთაურის ქალიშვილმა ლოლა კარიმოვა-ტილიაევამ Instagram-ში დაწერა, რომ კარიმოვი, ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ, რეანიმაციაშია, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ყველა ახალი ამბავი
0