„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasi"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 30 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, სადმელის, ჩარგლის, ველისციხის, მაღალაშვილის, თიანეთის, სიხარულიძის, გამყრელიძის, შატილის, ურეკის, ხვანჭკარის, ჟღენტის, ირემაშვილის, ტყიბულის, ცოდნისკარის, საჩხერის, ბარამიძის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, შავგულიძის, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და ჯანჯღავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0